LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლი“ უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთვება

38

27 აპრილს, 12:00 საათზე ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე,  „ვისოლი“ „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, მძღოლებს უსაფრთხო მგზავრობისკენ სიმბოლური სატესტო გარბენებით (TestDrive) მოუწოდებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში საქართველოს რეგიონებისკენ მოძრაობა განსაკუთრებულად აქტიურია, შესაბამისად, იმისათვის, რომ მძღოლებმა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად ბედნიერად აღნიშნონ დღესასწაული, დავით ქაცარავა, გოგა ჩანადირი, ლიზა ვადაჭკორია და სხვა ცნობილი ადამიანები მათ უსაფრთხო მგზავრობის წესებს გააცნობენ და ბედნიერ მგზავრობას უსურვებენ.

კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი, ხოლო კამპანიის პოპულარიზაციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ზრუნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები