LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისოლმა ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური გახსნა

118

ვისოლმა საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების  ქსელს, ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური შემატა.

ელექტრომოლების მძღოლები თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე უფასოდ შეძლებენ საკუთარი ავტომობილის გამართვას.

ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგურის გახსნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.  ღონისძიებაზე სიმბოლურად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მედია Test Drive-იც გაიმართა ელექტრომოლთა მძღოლების კლუბის – Nissan Loaf Club Georgia-სა და „ავტობილდის“ ხელმძღვანელობით.

ზაფხულის დასასრულამდე ვისოლი ელექტრომობილების დამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს გახსნის გორში და მომავალში  ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს.

„ვისოლი“ ელეტქრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით განავითარებს. „ი-სპეისი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები