LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვისურვებდი, მასხარაობის სურვილი არ დაბადონ ქეთევან დედოფლის ნეშტის “მოგზაურობის” გამო”

82

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, ქეთევან დედოფლის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენებასა და მის “მოგზაურობაზე” წერს.

მისი თქმით, ქეთევან დედოფალი ისეთი ისტორიული პერსონაა ბავშვობიდანვე, რომ მთელი სერიოზულობით აღიქვამდა.

ფანჯიკიძე ამბობს, რომ მადლიერია მისი თუნდაც იმის გამო, რომ დღეს თავზე ჩადრი არ ახურავს.

“არ ვიცი, როგორ ასწავლიან ახლა საქართველოს ისტორიას, ან ცოცხალი ქართველების “თავლსაჩინო წარმომადგენლების” შემყურე, რამდენად შინაგან კავშირს ამყარებენ ან ვერ ამყარებენ ბავშვები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან. რაც ვიცი და ვხედავ ისაა, რომ ჩვენს კარნავალურ ქვეყანაში ყველაზე სერიოზული რამეც კი ყოველგვარ შინაარსგამოცლილ, იაფფასიანი შოუს, უგემოვნო წარმოდგენას ემსგავსება ხოლმე.

ხოდა ვისურვებდი, სანახაობის მომწყობებმა ბავშვების თვალში ოდნავ მაინც ცინიზმი, მასხარაობის სურვილი არ დაბადონ ქეთევან დედოფლის ნეშტის “მოგზაურობის” გამო.

რთერთი ყველაზე გულში რომ ვგრძნობ, ისეთი ისტორიული პერსონაა, ბავშვობაშიც კი სრული სერიოზულობით და სრულად აღვიქვამდი მის ხვედრსაც, ნებას, ძალას და სულით ხორცამდე ვუმადლი, ჩადრი რომ არ მახურავს დღეს”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები