LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითარება რთულია – ქვეყანა თავზე გვექცევა…” – დავით უსუფაშვილის ღია წერილი პრეზიდენტს

54

დავით უსუფაშვილის ღია წერილი პრეზიდენტს – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითებს და პასუხისმგებლობის ერთად აღებას სთავაზობს.

„ვითარება რთულია – ქვეყანა თავზე გვექცევა… გამოსავალი არსებობს, თუ გარკვეული წრე ერთად ავიღებთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას!” – წერს უსუფაშვილი.

არსებულ ვითარებაში “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე პრეზიდენტს კონკრეტულ პოლიტიკურ გეგმას და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სხვა პროფესიონალებთან ერთად ბრძოლას სთავაზობს.

“ჩემი, შენი და ჩვენი ვალია სახელმწიფო-პოლიტიკური ცხოვრებას კი არ გავერიდოთჩანაცვლებაში ჩვენზე უკეთესებს დავეხმაროთ. მე, სხვებთან ერთად, ამას ვაკეთებ. ერთად გავაკეთოთ,” – მიმართავს დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს ღია წერილში.

უსუფაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამარჯვებაა მოსამზადებელი. მისი თქმით, ის მზად არის თავად მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ასევე მზად არის სხვა იყოს კანდიდატი.

“ამ კონტექსტში გუნდია მოსამზადებელი და საპრეზიდენტო არჩევნებიც სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ,“ – აცხადებს უსუფაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები