LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბი ბანკი“ და „უნიქარდი“ მომხმარებელს ერთობლივ ბარათს სთავაზობენ

109

„ვითიბი ბანკი“ და „უნიქარდი“ მომხმარებელს ერთობლივ სადებეტო ბარათს სთავაზობენ.

როგორც „ფორტუნას“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, ბარათი იძლევა ქულების დაგროვების შესაძლებლობას, საქართველოში, ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორებისას. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ბარათი საბანკო ბარათისა და „უნიქარდის“ ბარათის ყველა ფუნქციას აერთიანებს.

ქულები გროვდება, აღნიშნული ბარათით, ნებისმიერბი ბანკის პოს ტერმინალში ანგარიშსწორებისას, თუ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტი ამავდროულად არის „უნიქარდის“ პარტნიორი ობიექტი, მომხმარებელს დამატებითი ქულები ობიექტთან შეთანხმებული პირობების თანახმად დაერიცხება. ბარათის დამზადება და მომსახურება უფასოა. ბარათის მიღება შესაძლებელია „ვითიბი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან „უნიქარდის“ მომსახურების ცენტრებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები