LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითიბი ბანკი ფულად გზავნილებზე აქციას იწყებს

77

”ვითიბი ბანკი” ფულად გზავნილებზე აქციას იწყებს – აღნიშნული ბანკის ფულადი გზავნილებით სარგებლობისას, მომხმარებელს უფასოდ გადაეცემა გზავნილების ბარათი. როგორც ბანკში აცხადებენ, აღნიშნული ბარათი შექმნილია სპეციალურად ფულადი გზავნილის მისაღებად, მისი აღება და მომსახურება უფასოა, ხოლო თანხის განკარგვა ბევრად მარტივი და მოსახერხებელი.

”ვითიბი ბანკის” ინფორმაციითვე, გზავნილის ბარათის და ”ვითიბი ბანკში” არსებული ანგარიშის მფლობელებისთვის, ფულადი გზავნილების განაღდება შესაძლებელია ბანკის ქოლ სერვისის მომსახურებით, ან ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.

სატელეფონო ცენტრის და ინტერნეტ ბანკის გამოყენებით შესაძლებელია შემდეგი სისტემების გზავნილების განაღდება: Anelik, Contact, Intel Express, Inter Express, Leader, Unistream, Western Union, ექსპრესი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები