LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბი ბანკი” გალარების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

39

დღეიდან ”ვითიბი ბანკის” კლიენტებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის გალარებას. პროგრამის პირობების თანახმად შესაძლებელია მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა არსებულ კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ამასთან ერთად თუ სესხის მოცულობა აღემატება დაწესებულ ლიმიტს შესაძლებელია მისი ნაწილის, მაქსიმუმ 40 000 დოლარის, გალარება.

აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების, ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. გალარების პროგრამა გრძელდება 25 მარტამდე, განაცხადება მიიღება 17 მარტის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ბანკის ფილიალებს, ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს ნომერზე 2 24 24 24.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები