LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბი ბანკი” პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა

47

”ვითიბი ბანკმა” კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაუყარა საფუძველი. არა ერთი სპორტული ფედერაციის და გუნდის მერე, ბანკი პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება სამთო სათხილამურო ეტლების შეძენას მოხმარდება.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული ეტლებით ქართველი პარაოლიმპიელები მომავალ წელს მსოფლიო თასის და სარეიტინგო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას. რაც თავის მხრის 2018 წლის პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებაში დაეხმარებათ.

”ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორები გავხდით. ეს განსაკუთრებულად საამაყო მოვლენაა. ბევრ სხვა პროექტთან ერთად, ”ვითიბი ბანკმა” მხარდაჭერა გამოუცხდა ქართველ პარაოლიმპიელებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს დიდი წარმატების დასაწყისი გახდება”, – განაცხადა ”ვითიბი ბანკის” ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.

პოპულალურები