LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბი ბანკი” ქართველ მოფარიკავეებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე გაუშვებს

84

”ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო თასის გათამაშებაზე გაემგზავრებიან. როგორ ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ტურნირი 2-4 დეკემბერს უნგრეთის ქალაქ გიორში ტარდება.

”ჩვენი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ექვსი ქართველი მოფარიკავე გაემგზავრება. სპორტსმენები იასპარეზებენ ხმლებით, როგორც პირად ასევე გუნდურ შეჯიბრებებზე.  ფარიკაობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მეცამეტე ადგილს იკავებს. უნგრეთში ქართველი მოფარიკავეების მონაწილეობა ხელს შეუწყობს მსოფლიოს რეიტინგში გუნდის პოზიციების გაუმჯობესებას”, – განაცხადეს ”ვითიბიში”

მათივე ცნობით,  ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ხელს უწყობს სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, რაც ეხმარება მათ მომავალ განვითარებასა და წინსვლაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები