LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბი ბანკი” საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრებს დააფინანსებს

55

”ვითიბი ბანკსა”  და საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას შორის  შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც  ბანკი  საქართველოს ნიჩბოსანთა 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის, ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა.

როგორც ”ფორტუნას” ”ვითიბი ბანკიდან” აცნობეს, ნაკრების გენერალური სპონსორობის პერიოდში, ”ვითიბის” მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

”ვითიბი ბანკი” კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტისა მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებულ სასპონსორო პროექტებს შეემატა ნიჩბოსნობაში საქართველოს 18 წლამდე ეროვნული ნაკრები. წარმატებას ვუსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ”ვითიბი ბანკის” მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ  განვითარებას, წინსვლასა და წარმატებას”, – განაცხადა ”ვითიბი ბანკის” ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ბარკალაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში აკადემიური ნიჩბოსნობა  1950-იან წლებში გავრცელდა. საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია კი დაფუძნდა 1991 წელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები