LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბი ბანკი” ვადიან ანაბარზე აქციას იწყებს

110

12 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, ლარში მინიმუმ ერთ წლიანი ანაბრის გახსნის შემთხვევაში, ”ვითიბი ბანკი” მომხმარებელს 0,5% – ით გაზრდილ განაკვეთს და გარანტირებულ საჩუქრებს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ანაბრის მინიმალური თანხა 5000 ლარია.

”დეპოზიტის მოცულობიდან გამომდინარე, ყველა მეანაბრისთვის გათვალისწინებულია გარანტირებული სასაჩუქრე პაკეტი: უფასო სასაუბრო დრო ერთი წლის განმავლობაში, Mastercard-ის სხვადასხვა ტიპის ბარათი, პირადი ბანკირის მომსახურება და ბილეთები უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში. რაც უფრო დიდი თანხის დეპოზიტია გახსნილი მით უფრო მეტი საჩუქარია გათვალისწინებული”, – აცხადებენ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები