LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბის“ მხარდაჭერით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა

78

სპორტკომპლექსში “ახალი თბილისი”, 2018 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელმაც გამარჯვებული სკოლები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინა.

როგორც „ფორტუნას“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, „ოლიმპიადა 2018“-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობას იღებდა 2002-2003-2004 წლებში დაბადებული 156 მოსწავლე (გოგონები, ვაჟები) მთელი საქართველოდან. გამარჯვებულები სპორტის 7 სახებაში: ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, გეზმრბენსა და მინიფეხბურთში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელები ავტომატურად ხდებიან 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები.

„სპორტული ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს მონაწილეობას 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებდა. საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასკვნითი ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია. გენერალური სპონოსრი „ვითიბი ბანკია“,- ნათქვამია  „ვითიბი ბანკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები