LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითხოვთ მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას – შოთაძე

42

საქართველო აზერბაიჯანისგან აფგან მუხთარლის დაკითხვის საქმეზე პასუხს ელოდება, ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა განაცხადა. ირაკლი შოთაძის თქმით,  მისმა უწყებამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე მიმართა.

„ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. ასევე, ვითხოვთ აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს. მას შემდეგ რაც მოხდება მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანში ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით აზერბაიჯანიდან პასუხს”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები