LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვივა იტალია: რა უნდა ვნახოთ კომოს ტბაზე ერთ დღეში

6875
como lake

კომო – ერთ-ერთია მსოფლიოს 10 ულამაზეს ტბას შორის. ჯორჯ კლუნიმ აქ სახლი შეიძინა, ვარსკვლავები შვებულებას ატარებენ, მილონერებმა კი, დიდი ხანია აქციეს ტბა ,,დოლჩე ვიტას” სტილში დასვენების საუკეთესო ადგილად.

არისტოკრატულმა გარემომ, ნეოკლასიკურმა არქიტექტურამ და არაჩვეულებრივმა ბუნებამ კომო დიდი ხანია აქცია სამოთხედ, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ. მაშ ასე, რისი ნახვა შეიძლება კომოს ტბაზე ერთ დღეში.

მოგზაურობა ქალაქ კომოს უძველეს ნაწილში, ვიწრო მყუდრო ქუჩებისა და დიდებული ტაძრის Il Duomo di Como, San Fedele-ის მოედნისა და ცენტრალური მოედნის piazza Cavour გაცნობით დაიწყეთ. აუცილებლად შეისეირნეთ კაფეში Loft Como, რომლის ტერასებიდან ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.

ლეგენდარული ქალაქის ბრწყინვალე არქიტექტურის დათვალიერება განსაკუთრებით სასიამოვნოა წყლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მცირე ზომის გემებით ან საექსკურსიო ნავებით, რომლებიც რეგიონის მთავარ ქალაქებს შორის ბელაჯიოს და ვარენას, ნესოსა და ჩერნობიოს შორის კურსირებენ. თავისუფლად შეგიძლიათ იქირაოთ კატარღა კაპიტანთან ერთად, რომელიც აუცილებლად მოგიყვებათ კოლორიტულ ლეგენდებს და გაჩვენებთ ცნობილ ვილებს, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესოა Balbianello-ს ვილა, სადაც ფილმის „ვარსკვლავური ომები“ რამდენიმე ეპიზოდია გადაღებული, Melzi-ს, Monastero-სა და Carlotta-ს ვილებზე კი, მუზეუმებია გახსნილი.

Cassinella – კომოს ყველაზე იდუმალებით მოცული ვილაა, რომელზეც უამრავი ლეგენდა არსებობს. მდიდრული სახლი, რომელიც დამთვარებლისთვის დახურულია და მხოლოდ განსაკუთრებულ დამსვენებლებზე ქირავდება, ადგილობრივების მტკიცებით რიჩარდ ბრენსონის საკუთრებაა.

რამდენიმე ვილა ფეშენებელურ სასტუმროდაა გადაკეთებული, მაგალითად Serbelloni-დან ფანტასტიკური ხედები იშლება, Villa D’Este-ზე კი, უგემრიელეს კერძებს შემოგთავაზებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები