LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიწყებთ ამბიციურ პროგრამას, რომელიც აამაღლებს მზადყოფნას ნატოს სრულუფლებიანი წევრობისთვის – ლევან იზორია

42

სწორედ ამ კვირას, ორ დღეში ჩვენ ვიწყებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი ქვეყნის მზადყოფნას იმისთვის, რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხდა, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში “სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი”.

იზორიამ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.

“ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული წვრთნები ჩავატარეთ, რომელიც თავისი მასშტაბებით იყო უპრეცედენტო და ამით ჩვენ შევქმენით რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ ტენდენციას მომავალში გავაგრძელებთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი მეორე მრავალეროვნულ წვრთნებს, რომელიც აგვისტოში დაიწყება და ახალი საზღვაო კომპონენტიც გაჩნდება. ასევე, რაც აბსოლუტურ თანხვედაშია ნატოს დინამიკასთან, ის არის, რომ ჩვენ წელს გამოვაცხადეთ თავდაცვაში ლოგისტიკის წელი, რითაც გვინდა სწორედ იმ დინამიკას გავცეთ ადეკვატური პასუხი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნატოს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის მაქსიმალური საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ელემენტების მოქნილობას, მობილურობას, სწრაფ კომუნიკაციას, გადაადგილების რაც შეიძლება სწრაფ შესაძლებლობებს.

ჩვენ სწორედ ამ ინფრასტრუქტურას ვქმნით. მე მინდა ერთი კონკრეტული მაგალითი გითხრათ, ჩვენ ერთ-ერთი საერთაშორისო სწავლების ფარგლებში, უზრუნველვყავით ფოთიდან პირდაპირ რკინიგზის საშუალებით სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება,” – განაცხადა იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები