LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიწყებთ განვითარების ახალ ეტაპს, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება – ირაკლი სესიაშვილი

54

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური ცვლილებები დააანონსა.

მისი თქმით, პარტია დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში.

“2012 წელს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები განვახორციელეთ. ახლა ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზეა, შესაბამისად, დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევები დგას, მათ შორის, რა თქმა უნდა, მმართველი პოლიტიკური ძალის წინაშეც. ჩვენ ვიწყებთ “ქართული ოცნების” განვითარების ახალ ეტაპს. ამ პროცესს სათავეში პარტიის მთავარი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიაში შეეცდებიან, რომ ძლიერი, ევროპული სტანდარტების მქონე გუნდი ჩამოაყალიბონ.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მისი თქმით, ის ამ სივრციდან არც არასდროს წასულა.

“ბატონი ბიძინა არ ბრუნდება პოლიტიკაში, ის არც წასულა… ბატონი ბიძინა ამ პარტიის დამფუძნებელია. პოლიტიკიდან არ წასვლით მე ვგულისხმობ იმას, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო, ის ყველა ყრილობას ესწრებოდა და შესაბამისად, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თანამონაწილე იყო,” – განაცხადა სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები