LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზალიბერალიზაციას დღეს საფრთხე არ ემუქრება, მოგიწოდებთ, ამ შესაძლებლობას გაუფრთხილდეთ – მიხეილ ჯანელიძე

53

„საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის კუთხით დღეს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ იმ დიდ შესაძლებლობას, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მოგვენიჭა,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, განაცხადა.

“ამით ისარგებლა საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ეს არის 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ყველამ დაიცვას ეს პირობა, რათა გაგრძელდეს შეუფერხებლად და არ წარმოიშვას რაიმე კითხვები საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს პირობები გადაიხედოს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები