LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზალიბერალიზაციის პროცესს საფრთხე არ ემუქრება – თამარ ხულორდავა

100

გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის მიმართ რეადმისიის განხორციელების შემდეგ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

მისი თქმით, სავიზო რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების დეპორტაცია აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება.

„შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე ახლა არ არსებობს. იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებიც სავიზო რეჟიმს არღვევენ, აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. ასეთი ფაქტები არ უნდა გაგვიკვირდეს და ზედმეტი აჟიოტაჟიც, ვფიქრობ, არ არის სწორი. გვაქვს შეთანხმება ევროპის წევრ სახელმწიფოებთან, რომ მოქალაქეები, რომლებიც დარღვევით იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე, დავაბრუნოთ ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე, რაიმე საფრთხე ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ ემუქრება,“ – აცხადებს დეპუტატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები