LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვიზეარი” 2017 წელს ახალ ბაზებს გახსნის

44

ავიაკომპანია Wizzair-ი 2016 წელს 23 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს, რომელიც გასულ წელს აჯამებს.

Wizzair -ის ინფორმაციით, 2016 წელი გამოირჩეოდა მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდით, ავიამიმართულებების ქსელის მასობრივი გაფართოვებით და მომსახურებისა და ბიზნესის საერთაშორისო ხარისხის მოპოვებით. ბოლო 12 თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ თავის საჰაერო ფლოტს 9 საჰაერო ხომალდი შემატა, ამასთან, დაამატა 17 ახალი მიმართულება.

ჯამში, ავიაკომპანიამ 2016 წელს 23 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 19%-ით მეტია 2015 წელის მაჩვენებელზე.

”ვიზეარის” საჰაერო ფლოტი ამჟამად შედგება 74 ეარბას A320 და ეარბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდისგან, რომლებიც ოპერირებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყანაში არსებული 25 ბაზიდან. 2017 წელს კი კომპანია ორი ახალი ბაზის გახსნას გეგმავს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვსა და ბულგარეთის ქალაქ ვარნაში.

შეგახსენებთ, უნგრული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლის სექტემბრიდან ოპერირებს. ამასთან, 2016 წლის სექტემბერში ”ვიზეარმა” ქუთაისში საკუთარი ბაზა გახსნა და მგზავრებს დაბალბიუჯეტიანი ფრენები ევროპის 8 ქვეყნის 11 მიმართულებით შესთავაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები