LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიზეარი” ქუთაისის აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას გახსნის

83

ავიაკომპანია ვიზეარი  ქუთაისის დავით აღმაშენებლის სასახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაზას გახსნის. ამის შესახებ უნგრულ ავიაკომპანიასთან შეთანხმებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკვე მიაღწია.

როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, წარმატებით დასრულებული მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი მუდმივად განათავსებს  ერთ თვითმფრინავს  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

“კომპანია მსოფლიოს მასშტაბით სულ 23 ბაზას ფლობს, 24-ე ბაზა უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება. ეს იქნება რეგიონში ვიზეარის პირველი ბაზა,”- განაცხადეს სამინისტროში.

უნგრული ავაიაკომპანია ვიზეარი 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ბაზირების შედეგად ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით, რაც ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდასა და ახალი მიმართულებების განვითარებას.

2016 წლის 19 თებერვალს დაგეგმილა ავიაკომპანია ვიზეარის დირექტორის, ჯოზეფ ვარადის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მოხდება ბაზისა და სამომავლო გეგმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.

ავიაკომანია ვიზეარის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65  საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.

2015 წელს ავიაკომპანია ვიზეარმა გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი.  კომპანიის პერსონალი 2,600  მაღალკავიფიციურ კადრს მოიცავს.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფლობს და ოპერირებას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლდა 2012 წელს და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები