LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზუალურ ხელოვნებაში პრემია თვალის კლინიკამ დააწესა

113

თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის” ხელმძღვანელის, გიორგი ჯავრიშვილის პატრონაჟით, დაწესდა ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფი“, რომლის პირველი საზეიმო დაჯილდოვება 2015 წლის 11 ივნისს გაიმართა.

როგორც ”ფორტუნას” თვალის კლინიკიდან აცნობეს, “ჟირაფი” ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. წლევანდელ კონკურსზე პრემირებული იქნება 4 ნომინაცია – ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი.

მათივე ცნობით, ჟიურიმ დაასრულა შესარჩევი ტური და საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შეარჩია 29. სწორედ ამ ნამუშევრებს შორის შეირჩევა და დასახელდება საუკეთესო.

პრემიის გადაცემის ცერემონიალი შედგება კლინიკა „ოფთალმიჯის“ ბაღში, 22-23 ივნისს. დღეიდან კი ეს ნამუშევრები გამოიფინება „ოფთალმიჯი არტ გალერეაში“ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები