LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვკითხავდი დონალდ ტრამპს, ვის თვლის მეგობრად – ფედერიკა მოგერინი

78

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს მეგობრად მიიჩნევს და იმედს იტოვებს, რომ არც აშშ-ში დაივიწყებენ, ვინ არის მათი მეგობარი. ინფორმაციას efe ავრცელებს.

„მე ვკითხავდი დონალდ ტრამპს, ვის თვლის მეგობრად. ჩვენ მკაფიოდ ვიცით, ვინ არის ჩვენი მეგობარი. რა თქმა უნდა, ეს არის აშშ. ადმინისიტრაციის ცვლილება არ ცვლის ქვეყანათა და ხალხთა შორის მეგობრობას“,- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს ასევე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი. დონალდ ტუსკის განცხადებით, აშშ და ევროკავშირი საუკეთესო მეგობრები არიან.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირი აშშ-ის მტერია, რუსეთი “კონკრეტულ ასპექტებშია მტერი”, ჩინეთი კი “ეკონომიკური მტერია”. ამის შესახებ ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპი ევროპის ლიდერებს ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა კი ჰელსინკიში დღეს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები