LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი რუპერტ მერდოკის ყოფილ ცოლს ხვდება

316

ვლადიმერ პუტინს რუპერტ მერდოკის ყოფილ ცოლთან, უენდი დენგთან აქვს რომანი, ინფორმაციას Us Weekly ავრცელებს.

დენგსა და პუტინს საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აქვთ. რომანი ახლა არ დაწყებულა, სწორედ ამ ურთიერთობის გამო – ჯერ უენდი გაეყარა ქმარს (2013 წელს),შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ოჯახი პუტინმაც დაანგრია. თუმცა, ამის პარალელურად დადიოდა ხმა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ინტიმური ურთიერთობა ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასთან ჰქონდა.

პუტინი და დენგი ჟურნალისტებს ერთად ჯერ არ დაუფიქსირებიათ, თუმცა მერდოკის ყოფილი ცოლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს რომან აბრამოვიჩის იახტაზე. აბრამოვიჩი კი, როგორც Daily Mail წერს, პუტინის მეგობარია და იანვარში 35 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა აჩუქა.

47 წლის უენდი დენგი რუპერტ მერდოკთან ერთად 14 წელი ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, განქორწინება ბიზნესმენის ინიციატივა იყო, რადგან ცოლმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან უღალატა. თუმცა ბლერის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია პრესასთან კატეგორიულად უარყო.

ამჟამად რუპერტ მერდოკი ყოფილ ტოპ-მოდელზე და მიკ ჯაგერის ყოფილ მეგობარ ქალზე ჯერი ჰოლზეა დაქორწინებული.

უენდი დენგმა, რომელიც წარმოშობით ჩინეთიდან არის, აშშ-ში განათლება ეკონომიკის სფეროში მიიღო, ამის შემდეგ კი საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

20160331-deng2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები