LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა [ვიდეო]

42

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ვიეტნამში უკვე ჩავიდა. კრემლის ლიდერი ვიეტნამში აზიის ეკონომიკური სამიტს დაესწრება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდება, ხოლო ვიეტნამის პრეზიდენტ ჩან დაი კუანგთან APEC- ის ქვეყნებიის მიზნებსა და ამოცანებს, ასევე მომავალი წლის გეგმებს განიხილავს.

გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ასევე გამართავს რიგ ორმხრივ მოლაპარაკებებს. ჯერჯერობით უცნობია, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, შედგება თუ არა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები