LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინის ქორწილში დაპატიჟების გამო, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

73

ვლადიმერ პუტინის ქორწილში დაპატიჟების გამო, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის , 53 წლის კრინ-კნაის-ლის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ. პროტესტი ევროპარლამენტის დეპუტატმა მიშელ რაიმონდმა გამოხატა.

ევროპელ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა ავსტრიის მაღალჩინოსნის ქორწილში ქვეყნის იმიჯს სერიოზულად ვნებს.

ამ განცხადებას ავსტრიის საგარეო უწყებამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ქორწილი აპოლიტიკური ღონისძიებაა და პუტინის სტუმრობას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ აქვს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილი დღეს გაიმართება. ავსტრიიდან ვლადიმერ პუტინი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ანგელა მერკელს ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები