LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

86

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულებას ხელი მოეწერა გაერო-ს უშიშროების საბჭოს #2321 რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში რიგი შემზღუდველი ზომების მიღებას ითვალისწინებს.

შეზღუდვები ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ან არიან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ან ბალისტიკური რაკეტების პროგრამით.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, საზღვაო ხომალდებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან, რუსეთში სახელმწიფო რეგისტრირება ჩამოერთმევათ და ასეთ ხომალდებს რუსეთის პორტებში შესვლა აეკრძალებათ.

სანქციები, ასევე, შეეხო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე დიპლომატიურ საკუთრებას მხოლოდ დიპლომატიური და საკონსულო მიზნებისთვის გამოყენებას შეძლებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრებს კი მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის ქონა შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები