LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ შამანოვი – რუსეთის საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია

65

რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია, – ამის შესახებბ ჟურნალისტებს დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ შამანოვმა განუცხადა. მისი თქმით, მზადყოფნა აშშ-ის მხრიდან სირიაში მოსალოდნელი იერიშს უკავშირდება.

რამდენიმე წუთის წინ, ასევე განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივნმა ჯეიმს მატისმა, რომლის თქმით, პენტაგონი უკვე მზადაა სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად, სავარაუდო ქიმიურ დარტყმაზე საპასუხოდ, მაგრამ, მისივე განმარტებით, აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას.

დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში. დღეს კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები