LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვოგმა” თბილისი მოგზაურებისთვის საუკეთესო დანიშნულებად დაასახელა

54

„ვოგმა” თბილისი მოგზაურებისთვის საუკეთესო დანიშნულებად დაასახელა. როგორც პოპულარული გამოცემა აცხადებს, საქართველოს დედაქალაქი უკანასკნელ წლებში ძალიან გაიზარდა.

იქ ჩასული დამთვალიერებელი სიძველესთან შერწყმულ თანამედროვე ქალაქს გადააწყდება და აბანოთუბანში გასეირნების შემდეგ „ბასიანზე” დილამდე ცეკვასაც შეძლებს. თბილისს კავკასიის რეგიონის ქვეყნისთვის დამახასიათებელი კონტრასტული არქიტექტურა, საბჭოთა კავშირის ნაგებობები და 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი შენობები გამოარჩევენ.  მიუხედავად იმისა, თუ რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, ეს ორგანული თანაარსებობა მაინც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ამის დასტურად გამოცემას ფოტოგრაფ რაიან კოპმენსის ფოტოპროექტი მოყავს, რაც კიდევ ერთი სტიმული უნდა გახდეს იმისთვის, რომ მოგზაურებმა თბილისი აღმოაჩინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები