LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკის გუნდში ლენინელები და სტალინელები არ ეგულება

42

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები არ უნდა აყვნენ ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს. მან დავით უსუფაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ უშუალოდ მათ გუნდში ლენინელები და სტალინელები არ ეგულება.

”ზოგი ”ნორჩებს” გვიწოდებს, ზოგი ”ხანშიშესულებს”. არ ვიცი – ლენინელები და სტალინელები ჩვენთან არ მეგულება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის, სატრანზიტო და საპორტო სისტემების განვითარებისთვის და ა.შ თუმცა მეორე მხრივ, რასაკვირველია, ნეგატიური ყურადღებაც ამ მიმართულებით გაცილებით მეტია. ე.წ. რბილი ძალა გააქტიურდა, საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტარები იყვნენ მობილიზებულნი, ღრმად ჩაიხედონ პროცესებში და მართლაც ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტურები უკვე გამოიკვეთა და ახლა საგანგებო ბრძოლის პერიოდში ვართ,“ -განაცხადა გია ვოლსკიმ.

დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ  საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამი ”მცირე პრობლემაა”, ერთ-ერთი კი ”ქართული ოცნების” “ნორჩ ლენინელებსა თუ სტალინელებს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები