LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Voulez-Vous–ში DIOR-ის დღე გაიმართება

101

პარფიუმერულ მაღაზიაში Voulez-Vous, DIOR–ის დღე გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ განუცხადა, მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ პეკინის #17–ში მდებარე Voulez-Vous-ს ფილიალში, DIOR–ის სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.

”გარდა ამისა, გთავაზობთ შეიქმნათ თქვენი განუმეორებელი სტილი DIOR–ის ვიზაჟისტისა და სახის მოვლის სპეციალისტის მეშვეობით. DIOR–ის სახის მოვლის სპეციალისტთან, ან ვიზაჟისტთან ინდივიდუალურ სეანსზე ჩაწერა შესაძლებელია სულ მცირე 2 სახის მოვლის, ან 2 დეკორატიული პროდუქტის შეძენისას”, – აღნიშნა ნოდიამ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ყოველ დახარჯულ 300 ლარზე მომხმარებელი მიიღებს ლატარეის 1 ბილეთს, რომლითაც 17 დეკემბერს პეკინის #17 მდებარე Voulez-Vous-ში გამართულ საზეიმო საღამოზე ექნება შანსი, მონაწილეობა მიიღოს DIOR-ის სახლის პრიზების გათამაშებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები