“ვპასუხობ ჰ და მ-ს გახსნასთან დაკავშირებით ისტერიკით და პანიკით დაჟღენთილ 7 შეკითხვას“

421

თბილისში ჰ&მ-ის გახსნის თარიღს  ყველა დიდი მოლოდინით ელოდებოდა. ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე, აჟიოტაჟი ბრენდის ქართულ დასახელებას მოჰყვა. თუმცა, საყოველთაო პანიკა ამით არ დასრულებულა. H&M-ის არაოფიციალურ გახსნას სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა. ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ის აჟიოტაჟი რაც პრეზენტაციის შემდეგ მოხდა, ქაჯური საქციელია.

 

“ვპასუხობ “ჰ და მ”-ს გახსნასთან დაკავშირებით, 7 ყველაზე ხშირად დასმულ, ისტერიკით და პანიკით დაჟღენთილ შეკითხვას. 

1. რა წესია ეს ორ ნაწილიანი გახსნაააააა⁉️
ჩვეულებრივი წესია, კლიპის პრემიერაც ჯერ ვიწრო წრეში ხდება, მერე ყველასთვის, ფილმის ჩვენებაც, ახალი სპეკტაკლიც, რესტორნის გახსნაც. წარმოგიდგენიათ რომელიმე ბრენდი, რომელიც ყველა მსურველისთვის უსასრულო რაოდენობის ადამიანზე გააკეთებს ივენთს? მაგალითებით ვისაუბროთ 

2. გზა როგორ გადაკეტეეეეეს⁉️
გზა მანამდეც გადაკეტილი იყო ამდენი ხანი, სარემონტო სამუშაოების გამო, პლუს საკმარისი ნაწილი დატოვეს გასავლელად, პირადად გავიარე და ასევე, ჰუგო ბოსის გახსნაზეც გადაიკეტა რუსთაველი, ქართული მარშიც კეტავს, რაღაც მსვლელობებიც და რავიცი კიდევ.

3.დაბალი კლასის ბრენდიიი რა ვიაიპობა აუტყდაააათ⁉️
მოფლიოში არც მაკდონალდსია მაღალი კლასის ბრენდი, არც ზარა, მაგრამ ქვეყანაში არსებული საშუალო შემოსავლიდან გამომდინარე – იაფი აღარ გამოდის. თან მსოფლიო ბრენდი შემოდის, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ლარი ღირს მაისურები?

4.როგორ შეიძლება ადამიანების კლასებად/ფენებად დაყოფააააა⁉️
სეგმენტაციის და თარგეთინგის მნიშვნელობები დაგუგლეთ გთხოვთ, მაშინ საქართველოს ბანკიც ჩაქოლეთ – სოლო მომხმარებლებს ცალკე ლაუნჯში რომ იღებს და მოკვდავებს ფილიალებში, თეგეტაც – გოლდ ქარდს ყველას რომ არ აძლევს, ყველა საერთოდ, ვისაც ვიაიპი მომხმარებელი ჰყავს.

5. ეს მხოლოდ საქართველოშიიიი ხდებააააა⁉️
დამშვიდდით. ჯერ ის მითხარით, რამდენ საზღვარგარეთულ გახსნაზე ხართ ნამყოფი, ექსპერტულ დასკვნებს რომ დებთ :))) დამიჯერეთ, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიურად ხდება, მათ საიტზე მაინც გენახათ, სანამ ვენებს გადაიხსნიდით

6. ვინც მანდ წავიდა ძაააან გვეგოიმებააააა⁉️
თქვენთვისაც ეთქვათ აბა და გნახავდით თავქუდმოგლეჯილ შევარდნილებს და ჭეჭყვებს რიგში

7.”დახურული გახსნაა” ჰაჰაჰუჰუუ⁉️ 
იიიი. ჩემს ყოველ მეორე, არაკრეატიულ “ფრენდს” ეს ფრაზა აქვს გადაკოპირებული, წაშალეთ, კრეატივში და ორიგინალურობაშია ჭეშმარიტება, ტეხავს ქოფი-ფეისთი.

ხანდახან მგონია, რომ ერის არც ისე მცირედი ნაწილი ტყემალზე ზის და მიწაზე მოსიარულეებს, მოსაწყენი სიხალვათე გვაქვს. ჩამოდით და ვიცხოვროთ ტკბილად, ბედნიერად და ისტერიკების გარეშე.

ეიჩ ენდ ემს კიდევ ბევრი ქართველის დასაქმება, კარგი პროდუქცია და ბიუჯეტში მსუყე თანხების შემოტანა ვუსურვოთ“.

 

 

https://www.facebook.com/guram.sherozia.blog/posts/1527161004033861

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები