LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვთხოვ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ ადამიანის მოღვაწეობით – ოქიტაშვილი პეტრიაშვილის წინააღმდეგ

74

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, დავით ოქიტაშვილი, პროკურატურას მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის, საქმიანობის შესწავლას თხოვს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2005-დან 2012 წლამდე პეტრიაშვილი პროფკავშირებში მავნებლურ პოლიტიკას აწარმოებდა.

„თუ ეს ადამიანი არ იქნება სათანადოდ დასჯილი, ცუდი ეჭვები გაჩნდება. ვთხოვ მთავარ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ ადამიანის მოღვაწეობით. სირცხვილია, სანდრო გირგვლიანის მკვლელების ხელის დამფარებლები და „გამპრავებლები“ იყვნენ თანამდებობებზე, ისინი უნდა ისხდნენ ციხეში და ერთ-ერთი ასეთი არის ირაკლი პეტრიაშვილი,“  – განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მას უკვე მოეპოვება.

„ვპირდები საზოგადოებას, რომ 15 სექტემბერს ეს პროცესი დასრულდება. მინდა, გირგვლიანის მკვლელების გამპრავებლები არჩევნებში დავამარცხო,“ – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები