LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუსამძიმრებ ლევან დადუნაშვილის ოჯახსაც, რომელიც გუშინ სერგი კაპანაძეს არც გახსენებია – ბესელია

127

“ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს კიდევ ერთი დაზარალებული ოჯახი ჰყავს, ეს არის ლევან დადუნაშვილის ოჯახი, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს გუშინ არც გახსენებია,” – ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მან მომხდარის გამო ორივე ოჯახს მიუსამძიმრა და კომისიის მანდატსა და მისი შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდგომში საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისითაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, ბესელია აღნიშნავს, რომ ეს სწორედ საპასუხისმგებლო ეტაპია, როდესაც პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ  და პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდნენ.

„სამწუხაროდ, კომისიამ ეს ვერ შეძლო. ქადაგიძისა და ჭაიას დაწერილი, შემდეგ კი, კომისიის წევრი იურისტების მიერ კორექტირებული დასკვნით აჩვენა, რომ იმდენად ვერ გაექცა პოლიტიკურ განწყობას კომისიის უმრავლესობა, მათ ვერ მოახერხეს, მერაბიშვილის ეპიზოდი მაინც არ შესულიყო ამ საქმეში და ეს ხელოვნურად დანახული ბმა, პოლიტიკური ელფერის ყველაზე მკაფიო მაგალითი არ გამხდარიყო. ვფიქრობ, წერტილი აქ უნდა დავსვათ, ყველაფერი გასაგებია,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.