LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვწუხვარ, რომ კონსტიტუციური საკითხები ასე გაშარჟდა – დავით უსუფაშვილი

58

„ვწუხვარ, რომ კონსტიტუციური საკითხები ასე გაშარჟდა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ძალიან ძალიან ვწუხვარ, ეს არ არის ჩემი პოლიტიკური პოზიცია, ეს არის გულწრფელი პოზიცია. ვწუხვარ, რომ კონსტიტუციური საკითხები ასე გაშარჟდა და დღეს ახლა ამ თემებზეა საუბარი,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

საუბარია პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, „ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით.

პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება 15 დეკემბრამდე მოხდება. პროექტს მესამე მოსმენით, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები