LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წადით ბანაკებში და ნახეთ ისტორია

119

ებრაელებმა მიგრანტებს საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავრება ურჩიეს. გერმანიაში გადაწყვიტეს, რომ მიგრანტების ინტეგრაცია ისტორიის უკეთ გაცნობის გარეშე შეუძლებელი იქნება.
გამოცემა „Die Welt”-ის ცნობით, საინტერესო ინიციატივის ავტორი ებრაელთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი იოზეფ შუსტერი გახდა. იოზეფი დარწმუნებულია, რომ მიგრანტთა დიდი ნაწილი ისეთი ქვეყნებიდანაა ჩამოსული, სადაც ებრაელების მიმართ სიძულვილს განიცდიან, ამიტომ გენოციდის შესახებ მათ უფრო მეტი უნდა გაიგონ. შუსტერმა ასევე დაამატა, რომ ინტეგრაცია ორ წელიწადში ვერ მოხდება და ამ პროცესს სავარაუდოდ, რამდენიმე თაობა მაინც დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში დღეისათვის მილიონზე მეტი მიგრანტი ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები