LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წადით თბილისში და ისრიალეთ გუდაურში” – ბლუმბერგის რეკომენდაციები ევროპას

108

“5 შესანიშნავი ევროპული “თრიფი”, რომელიც კულტურასა და სრიალს აერთიანებს” – ასეთი სათაურით აქვეყნებს ბლუმბერგი სტატიას, რომელშიც თბილისი და გუდაური საპატიო ადგილს იკავებს.

“თუ თქვენ გიყვართ სრიალი, თუმცა ალპებში მოგზაურობა არ გხიბლავთ, სცადეთ ეს მოულოდნელი კომბინაცია”, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უნიკალურ კულინარიულ ტრადიციებსა და საბჭოთა ეპოქის არქიტექტურაზე.

გარდა ამისა, Bloomberg-ი მოგზაურებს ურჩევს ეწვიონ ფაბრიკას, რომელიც წარსულში საკერავი ფაბრიკა იყო, ახლა კი იქ ბარები და ხელოვანთა სტუდიებია განთავსებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ “ფაბრიკა” თბილისში მიმდინარე არტ-ბუმის ნათელ მაგალითად ითვლება.

აქვე საუბარია ასევე ღამის კლუბებზე, როგორებიცაა ბასიანი და დიდი გალერი, სადაც მსოფლიო დონის დიჯეები უკრავენ.

“მიუხედავად ამ უამრავი შესანიშნავი ადგილისა, თბილისი კომპაქტური ქალაქია, რომელიც რამდენიმე დღეში შეგიძლიათ სრულად შეისწავლოთ. შემდეგ კი ორი საათის გზაზე მდებარე სამთო კურორტს გუდაურს ეწვიოთ. აქ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრასაა.ეს ნამდვილი ზამთრის საოცრებაა, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება”, – წერს გამოცემა.

სად დავრჩეთ: სტატიაში გუდაურისა და თბილისის შემდეგ ყაზბეგზეცაა საუბარი.

“რუმსი სტუმართმოყვარე კომპანიაა, რომელიც გაფორმებულია თანამედროვე და საერთაშორისო დიზაინით. ამ სასტუმროს ქსელი შეგიძლიათ ნახოთ, როგორც თბილისში, ასევე მთიან ყაზბეგში.

თუ გინდათ რომ შესანიშნავი დღე გქონდეთ ამ საოცარ ზამთრის კურორტს ვერტმფრენითაც უნდა გადაუფრინოთ. ეს მხოლოდ 30 წუთს წაგართმევთ”, – ნათქვამია სტატიაში.

თბილისის გარდა Bloomberg სრიალის მოყვარულებს თურქეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სლოვენიის ზამთრის კურორტებში მოგზაურობას ურჩევს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები