LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხაში 19 წლის სამხედროს გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ

145

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში 19 წლის სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ. როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განუცხადა, გამოძიება აუცილებლად გასცემს პასუხს შეკითხვას, კონკრეტულად რა მოხდა შემთხვევის ადგილზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს დაკრძალვის ხარჯებს, ჩვენ ყველანაირად დავუდგებით გვერდით ოჯახს. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა, ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს. გამოძიება მიმდინაროებს და ის გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე. ინციდენტის მონაწილე ყველა პირი დაკითხულია. არავინ არსად არ გაქცეულა“, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში 19 წლის მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თანმხლები პირის ტყვიამ იმსხვერპლა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.

პოპულალურები