LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალკა-მანგლისში მუნიციპალური ნაგავსაყრელები დაიხურა

59

წალკა-მანგლისისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობა უკვე დასრულდა.

ასევე, წალკასა და მანგლისში დაიხურა მუნიციპალური ნაგავსაყრელები, რითაც რეგიონში გაუმჯობესდება სანიტარული პირობები და ეკოლოგიური მდგომარეობა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ჩატარებული სამუშაოები მინისტრმა პირადად დაათვალიერა.

“გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და მოსახლეობის ინტერესებსაც დავიცავთ ამ კუთხით. ეს არის ცივილური, ძალიან თანამედროვე მეთოდი. ფაქტობრივად, ამ ნაწილში, თავიდან ბოლომდე ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს”, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

პოპულალურები