LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამების დანაშაულებთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა აეკრძალება

38

წამების დანაშაულებთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა აეკრძალება. შესაბამისი პუნქტი წამების დანაშაულების შესახებ მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტს ემატება. უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, დადგენილებაში უნდა შეიტანონ, რომ აეკრძალება საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება იმ ადამიანების, ვინც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არიან ან იქნებიან ცნობილი წამების დანაშაულებისათვის, კერძოდ – ეს არის წამება, წამების მუქარა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე მომზადებული დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები