LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამო ვიკაიფოთ: ინგლისში ფეხბურთელები კოკაინს ეტანებიან

83

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 13 ფეხბურთელზე ინფორმაცია დამალა, რომლებიც ექსტაზს და კოკაინს იყენებდნენ.
რეჟიმის დამრღვევთა სახელები არ ხმაურდება.

ნარკოტიკებზე დადებითი სინჯები ფეხბურთელებმა 2012/13-დან 2015/16 წლების პერიოდში ჩააბარეს. აკრძალულ ნივთიერებათა შორის ყველაზე პოპულარულია ექსტაზი და კოკაინი. უცნობი ფეხბურთელები ნარკოტიკებით არასათამაშო დღეებში იქცევდნენ თავს.

13 დადებითი სინჯი – საერთო რაოდენობის 0,17%-ია.

წყაროს ცნობით, 2015/16 წლების სეზონში 3 დადებითი სინჯი აღმოაჩინეს, 2014/15 წლებში – 6, 2013/14-ის სეზონში – 3 და 2012/13 – 1.

მიმდინარე სეზონის წინ დოპინგ ტესტი ჩააბარა „სტოკის“ თავდამსხმელმა საიდო ბერაჰინომ, რომელიც იმ დროს „ვესტ ბრომვიჩში“ გამოდიოდა. ფეხბურთელს 3 თვით დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები