LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა ლაღიძე საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის პიარს უხელმძღვანელებს

819

გვანცა ლაღიძე, რადიო „ფორტუნას“ გადაცემის „წარმატების ფორმულა“ წამყვანი, რომელსაც ასევე ბოლო დრომდე „TV პირველზე“ „ქალების ნარატივი“ მიჰყავდა, ამიერიდან საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის გუნდს შეუერთდება. წარმატებული ტელეჟურნალისტი და წამყვანი GSBA-ს მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იქნება.

გვანცამ ეს სიახლე თავად გაუზიარა სოციალური ქსელის მეგობრებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციამაც გამოაქვეყნა.

ტელეჟურნალისტი ახალ სამსახურთან დაკავშირებით უამრავ მილოცვას იღებს. მან ყველას მადლობა გადაუხადა:

„ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, კეთილი სურვილებისთვის და გვერდში დგომისთვის! მაქსიმალურად ვეცდები თქვენით მოტივირებული და დადებითად დატვირთული მიზნების წარმატებით შესრულებას. მადლობა, მაძლიერებთ!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები