LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებები, ღმერთი თქვენსკენ: ზაზა ფაჩულიას სასტუმროში წერილი დაუტოვეს (ფოტო)

860

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ საკუთარ “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მას ოთახში სასტუმროს ქართველმა თანამშრომელმა წერილი დაუტოვა.

“წარმატებები, ღმერთი თქვენსკენ”, – წერია ფურცელზე, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერს ოთახში დახვდა.

კაპიტნის პოსტს უამრავი კომენტარი მოყვა. გულშემატკივრები ქართველ კალათბურთელებს ამხნევებენ და წარმატებებს უსურვებენ.

როგორც იცით, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს დღეს ლიტვასთან მატჩით იწყებს. თამაში 19:30 საათზე იწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები