LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული ადამიანების “დღის ჩვევები”

წარმატებულ ადამიანებს ხშირად აქვთ ერთგვარი “რიტუალი”, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ასრულებენ. წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების „დღის ჩვევებს“, რომელიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

დილით ადრე გაიღვიძე – APPLE-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი დილის 4 -ზე, ხოლო TWITTER-ის დირექტორი ჯეკ დორსი დილის 6 საათზე იღვიძებენ. კვლევებით დადგინდა, რომ ადამინი ცუდად ხედავს სიბნელეში, ამიტომ მისი აქტივობა დაკავშირებულია მზის ამოსვლასთან. თუ მზე ამოდის 6-ზე და შენ იღვიძებ 8 საათზე, მაშინ შენ უბრალოდ გამოტოვე შენი აქტივობის საუკეთესო დრო.

ეს დღე უკანასკნელი რომ იყოს ჩემს ცხოვრებაში, გავაკეთებდი თუ არა ამას? – ამ შეკითხვას APPLE-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი საკუთარ თავს ყოველდღე უსვამდა. თუ პასუხი იყო უარყოფითი, ის ცვლიდა ქმედებებს. სცადე შენც.

დაიწყე ტვინის ვარჯიში – როდესაც TESLA-ს ხელმძვანელს ილონ მასკს ჰკითხეს, საიდან აქვს ამდენი ინფორმაცია რაკეტების შესახებ, მან უპასუხა, რომ ბევრს კითხულობს. წარმატებული ადამიანების უმრავლესობა დილას სწორედ კითხვით და ინფორმაციის მიღებით იწყებს. კითხვა, ასევე ტვინის მუშაობას უწყობს ხელს.

განეწყვე პოზიტიურად – თვითგანვითარების გურუ ტონი რობენსი მიიჩნევს, რომ ყოველ დილით ადამიანი უნდა დაფიქრდეს, თუ რისთვის არის მადლიერი. მადლიერების გრძნობა უარყოფითს ამარცხებს. ნეგატივზე ფიქრი ადამიანს ასუსტებს, ხოლო პოზიტიური მიდგომები აძლიერებს, – მიიჩნევს რობენსი.

ჩაიწერე დღიურში შენი მიზნები – სპიკერი და ტრენერი ბრაიან თრეისი მიიჩნევს, რომ ყოველ დილით მიზნების ჩამოწერა ბიძგს იძლევა საქმე სწორად გააკეთო.

დაიწყე დღე მთავარი საქმით – ეს კიდევ ერთი რჩევაა ბრაიან თრეისისგან. დილით ყველა ენერგიით არის სავსე, მაგრამ თუ შენ დღეს დაიწყებ წვრილმანი საქმეებით, მთავარი საქმე გვერდზე დაგრჩება, ამიტომ გააკეთე პრიორიტეტი. წვრილმანები არსად გაგექცევა.

დაკავდი სპორტით – ბიზნესმენი ბილ გეითსი ყოველდღე დროს უთმობს სპორტს. კვლევებმა აჩვენა, რომ სპორტული ცხოვრება ხელს უწყობს ენდორფინის ანუ ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას, რომელიც სტრესის დამარცხებაში გეხმარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები