LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული ქალის ხუთი საიდუმლო

81

ალბათ ყველას გვყავს ნაცნობი, ვისაც პირადი ცხოვრებაშიც და სამსახურშიც ყველაფერი მოწესრიგებული აქვს. ჩვენ კი, მაქსიმალურად ვცდილობთ მივხედოთ საკუთარ ქაოტურ ცხოვრებას და მაინც არაფერი გამოგვდის. გთავაზობთ, წარმატებული ქალის ხუთ საიდუმლოს.

  1. ისინი არასდროს აკეთებენ ბევრ საქმეს ერთდროულად

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, წარმატებული ადამიანები არასდროს აკეთებენ ბევრ საქმეს ერთად. სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, მას, ვინც ერთდროულად რამდენიმე საქმეს ეჭიდება, არასდროს გამოსდის კონცენტრირება, ექმნება მეხსიერების პრობლემები, მუდმივად ერთი საქმიდან მეორეზე გადადის და არაცერთი არ მიჰყავს ბოლომდე. გაამახვილე ყურადღება ერთ კონკრეტულ საკითხზე, მიიყვანე ბოლომდე და მხოლოდ მერე გადადი სხვაზე!

  1. ისინი ხშირად ამბობენ ”არა”-ს

მართალია, რთულია, მაგრამ როცა უამრავი საქმე გაქვს, საჭიროა თქვა ”არა”. ისწავლე განსაზღვრო საკუთარი მაქსიმუმი და თუ დამატებითი სამუშაო ზედმეტად გტვირთავს, აუცილებლად თქვი მასზე უარი.

  1. ისინი არ არიან პერფექციონისტები

მართალია, პროდუქტიული ადამიანები კარგად შესრულებულ სამუშაოს აფასებენ, მაგრამ, ისინი არასდროს არიან შეპყრობილი საქმით, არასდროს ითრგუნებიან წვრილმანებით, არ აფერხებენ ამით მთელ პროცესს და შეცდომების კორექტირებასაც მხოლოდ კონკრეტული ამოცანის შესრულების შემდეგ იწყებენ.

  1. ისინი ზრუნავენ საკუთარ თავზე

საღი აზროვნების და ენერგიის შესანარჩუნებლად, წარმატებული  ადამიანები არასდროს სწირავენ საქმეს საკუთარ ჯანმრთელობას. ისინი ყოველთვის მისდევენ საკუთარ რეჟიმს, სწორედ იკვებებიან, გამოძინებული არიან და სიტემატურად სტუმრობენ სპორტდარბაზს, რადგან როცა ადამიანი მხნედაა, ის ყოველთვის საუკეთესოდ ასრულებს დავალებას.

  1. ისინი არასდროს ადარებენ საკუთარ თავს სხვებს

წარმატებული ადამიანები არავის ეჯიბრებიან და არასდროს ადარებენ საკუთარ შესაძლებლობებს კოლეგებისას ან კონკურენტებისას. ისინი მთელ ენერგიას საკუთარი ამოცანების შესრულებას ანდომებენ და უბრალოდ დრო არ რჩებათ სხვებთან შეჯიბრისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები