LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ანაზღაურებებზე 60 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს გაცემული – დიმიტრი ქუმსიშვილი

35

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, განცხადებით, წელს ანაზღაურების ფონდი გასულ წელთან შედარებით 60 მილიონი ლარითაა შემცირებული. ასე გამოეხმაურა დიმიტრი ქუმსიშვილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მიერ მიღებული პრემია-დანამატების შესახებ დასმული კითხვას.

„ბიუჯეტში პრემია-დანატებისთვის გარკვეული თანხებია ჩადებული. ირაკლი შოთაძის დეკლარაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, ინფორმაცია აბსოლუტურად ღია და გახსნილია. თვითონ აქვს შევსებული ეს დეკლარაცია და აქ დასამალი არაფერი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტში თავიდანვე ჩადებულია გარკვეული თანხები იმისთვის, რომ პრემია და დანამატი გაიცეს,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი – 18-ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა – 21-ჯერ აიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები