LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 10%-ით გაიზრდება

65

2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარების 9.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც წერია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაახლა 2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი. განახლებულ დოკუმენტში გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებელი (3 პროცენტული პუნქტით) და ამ ზრდის პროპორციულად იმპორტის და თბოგენერაციის მოცულობები.

განახლებული ბალანსის მიხედვით, 2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზია 13.0 ტვტ.სთ. აღნიშნული მოხმარება გულისხმობს წლიურ 9.9%-იან ზრდას, რაც 2010 წლის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაზრდილ მოხმარებას თბოგენერაცია და იმპორტი დააკმაყოფილებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები