LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ფერმერები ფაროსანასგან ნაკლებ ზარალს უნდა ელოდონ

89

წელს ფერმერები უფრო ინფორმირებულები არიან და ვფიქრობ, რომ აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალი ისეთი არ იქნება, როგორიც შარშან იყო, – ამის შესახებ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი ხედვა და სტრატეგია.

“ზოგადად, სტრატეგია უკვე ჩამოყალიბდა. წარმოუდგენელია სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა აზრი ჰქონდეს. თუ არ იქნება ერთიანი ხედვა და არ მოხდება ერთიანი პრევენცია, ძალიან გართულდება. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ყველა ჩართული ორგანიზაცია ერთნაირად დაიწყებენ ფაროსანასთან ბრძოლას, რაც თავის მხრივ იმას გულისხობს, რომ ინფორმაცია სწორად იყოს მიწოდებული ფერმერამდე, რათა ყველამ ერთად მოახდინოს პრევენცია”, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

მისივე თქმით, ფაროსანასგან მიყენებული ზარალის მასშტაბურობის წინასწარ განჭვრეტა რთულია. “ძალიან რთულია წინასწარ განჭვრიტო მასშტაბური იქნება თუ არა. შარშან ვნახეთ, რომ ძალიან სერიოზული ზარალი მიაყენა, არაა გამორიცხული, რომ წელსაც მიაყენოს ზარალი, თუმცა წელს ფერმერები უფრო ინფორმირებულები არიან და ვფიქრობ, რომ ისეთი ზარალი არ იქნება, როგორიც შარშან იყო”, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები