LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს მესტია–ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება

97

პირველი ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წელს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა დაიწყება.

მისი თქმით, საბაგირო კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ჰაწვალის საბაგიროზე წელს 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ეს არის პრემიერმინისტრის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რომელსაც მთელი ეკონომიკური გუნდი უჭერს მხარს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.