LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი ალპანაში დაფიქსირდა – დღეიდან შედარებით აგრილდება

173

წელს ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი – +43 გრადუსი, დასავლეთ საქართველოში, ალპანაში 6 აგვისტოს დაფიქსირდა.

ამის შესახებ “ფორტუნასთან” საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო წლევანდელი რეკორდული მაჩვენებელი და ტემპერატურა ამაზე მეტად აღარ მოიმატებს.

„15 აგვისტოს ჩათვლით სრულიად საქართველოს მასშტაბით  ტემპერატურა +33-დან +38 გრადუსამდე იქნება.  ორშაბათიდან ტემპერატურა 1 გრადუსით დაიკლებს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც,“ – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

სინოპტიკოსის თქმით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში – ფოთში, სამტრედიასა და ქუთაისში 2000 წელს დაფიქსირდა +45 გრადუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები