LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირზე ბანკში შეღწევა თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მოახერხა

29

წერეთლის გამზირზე „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბანკში შეღწევა თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მოახერხა.

„საქართველოს ბანკის“ აღნიშნულ სერვისცენტრში მომხმარებელი ვერ შევა, თუ ბანკის პლასტიკური ბარათი არა აქვს და სპეციალურ გამხსნელში არ მოათავსებს. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს კარი იარაღის მუქარით გაახსნევინა.

თვითმხილველების თქმით, ბანკის პირველ კარში შესვლისას, დაცვის თანამშრომელმა, რომლისთვისაც ბოროტმოქმედს იარაღი ჰქონდა დამიზნებული, დაუძახა თანამშრომლებს, რომ იყო დაყაჩაღების მცდელობა, რის შემდეგაც მათ სერვის ცენტრში შესასვლელი მეორე კარის დაკეტვა მოასწრეს, ბანკის თანამშრომლებისა და კლიენტების იზოლირება მოახერხეს და პოლიცია გამოიძახეს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთში პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა გასროლა განახორციელა და თავი მოიკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები